ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თსუ) და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე - „ეფექტიანი კომუნიკაცია და მომსახურება“. ტრენინგს გაუძღვნენ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები ნიკოლოზ მარგიანი და მარიამ პაიაშვილი.
ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს როგორიცაა: ეფექტიანი მომსახურების საჭიროება და მნიშვნელობა პროფესიულ საქმიანობაში; კომუნიკაციის ფსიქოლოგია - კომუნიკაციის მოდელი; კომუნიკაციის პროცესში არავერბალური სიგნალების მნიშვნელოვნება; ვერბალური კომუნიკაცია: პოზიტიური ფორმულირებების მნიშვნელოვნება; კომუნიკაციის სტილები.
იუსტიციის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით იურიდიული ფაკულტეტი მომავალშიც გეგმავს ტრენინგების ორგანიზებას, რომელიც დაფარავს სოციალური ტრენინგების მიმართულებით სხვადასხვა თემატიკას.